Thumbnail
  • ინგლისელი ფანის მოგონებები თბილისიდან
  • 1996 წლის 9 ნოემბერს საქართველომ ინგლისს უმასპინძლა

მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებს ყოველ გასვლით თამაშზე ათასობით გულშემატკივარი დაჰყვება, ეს ფეხბურთის სამშობლოში, ფეხბურთის კულტურის ერთ-ერთი ნაწილია. ბევრი ასეთი ფანი, რომელიც გასვლებზე რეგულარულად დადის, შემდეგ თავის მოგზაურობების შესახებ ცნობებს და ფოტოებს აქვეყნებს, ზოგი წიგნის ან ჟურნალის სახით, ზოგიც კი - ვებ-გვერდზე...

ეს მასალაც ერთგული გულშემატკივრის გამოქვეყნებულია. საქართველოს და ინგლისის ნაკრები გუნდები ერთმანეთს 1998 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, პირველი მატჩი 1996 წლის 9 ნოემბერს თბილისში - ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით - 0:2 დასრულდა.

🎙 englandbrighton.blogspot.com: "როდესაც თბილისში ჩავედით, ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი დაგვხვდა, რომლებიც ომს გამოექცნენ. ქალაქში ფული გადავცვალეთ და მალევე ბარის ძებნა დავიწყეთ. ბევრი სიარულის შემდეგ ლოკალურ ბარს წავაწყდით, სადაც არაყს კოკა-კოლა გავურიე და ვეტერანმა სამხედრო ბაბუებმა დამცინეს.

მახსოვს, ბარის მფლობელმა რაღაც კერძი მოგვიტანა. არ ვიცი, ქათამი იყო თუ თხა, მაგრამ იმ კერძის განუმეორებელი გემო არასოდეს დამავიწყდება. ბარიდან პირდაპირ თამაშზე წავედით, შესანიშნავი სტადიონი დაგხვდა, სავსე ხალხით!

თამაშზე ადგილობრივებთან ერთად შევედით, დროშები ჩამოვკიდეთ და ტრიბუნაზე უეცრად ბრაიტონის ყოფილი დირექტორი - გრეგ სტენლი დავინახე, იქ იყო, თავის მეგობრებთან ერთად. ჩვენ ნაკრებს (ინგლისს) საშინელი რუხი ფორმა ეცვა, მაგრამ მატჩის მოგება მაინც შევძელით - 2:0."

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

საქართველო V ინგლისი - 1996 წელი, 9 ნოემბერი

კომენტარები

ბოლო ამბები