Thumbnail

17 წლის ბრიტანელი გეიმერი ამერიკელმა მეგობარმა სიკვდილს გადაარჩინა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ამერიკელი თინეიჯერი ონლაინ მულტიფლეიერის თამაშისას მიხვდა, რომ მის ბრიტანელ მეგობარს დახმარება სჭირდებოდა
  • ეიდან ჯექსონის მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათმა შვილმა გონება დაკარგა

ეიდან ჯექსონი, 17 წლის ბრიტანელი გეიმერი, ამერიკელი მეგობარი გეიმერის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ეიდანი მეგობართან ერთად ონლაინ თამაშს თამაშობდა, როცა მოულოდნელად აპოპლექსიური შოკი დაემართა. მისი მეგობარი, დია ლათორა, რომელიც ეიდანმა ონლაინ თამაშის წყალობით გაიცნო და 8000 კილომეტრის დაშორებით, ტეხასში ცხოვრობდა, მიხვდა, რომ ეიდანი ცუდად იყო და პოლიციაში დარეკა. როცა პოლიცია ეიდანის მისამართზე მივიდა, მის მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი შვილი შოკში იყო.

''ჩვენ მისაღებ ოთახში ტელევიზორს ვუყურებდით, ეიდანი კი თავის ოთახში იყო,'' უთხრა BBC-ს ეიდანის დედამ, კეროლაინ ჯექსონმა. ''მერე კი უცებ, კარებზე ზარი დარეკეს. პოლიციის ოფიცერმა შეგვატყობინა, რომ შეერთებული შტატებიდან მიიღეს ზარი, რომლიდანაც გაიგეს, რომ ჩვენ შვილს დახმარება სჭირდებოდა.''

პოლიციის ოფიცერმა ეიდანის დედას აცნობა, რომ შეერთებული შტატებიდან მიიღეს ზარი და ახალგაზრდა გოგონამ შეატყობინათ, რომ მათ მისამართზე ახალგაზრდა ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. პოლიციამ და მშობლებმა ეიდანი გონდაკარგული აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

''ონლაინ თამაშს ვთამაშობდით და უეცრად, ეიდანმა ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს იხრჩობოდა. მერე კი კავშირი გაწყდა. მაშინვე ბრიტანეთის პოლიციას დავუკავშირდი.'' განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში 20 წლის ამერიკელმა გეიმერმა დია ლათორამ.

მისი მშობლების თქმით, ეიდანს აპოპლექსიური შოკის შემთხვევა ადრეც, 2019 წლის მაისში, ჰქონდა. თუმცა, ამჟამად ის საავადმყოფოშია და თავს უკეთ გრძნობს.

''დიას მადლობელი ვართ. მან ჩვენი შვილის სიცოცხლე იხსნა. ჩვენ კი გვერდით ოთახში ვიყავით და, წარმოდგენაც არ გვქონდა, რა ხდებოდა.'' ამბობს კეროლაინი, ეიდანის დედა. ''მას დავურეკე და მადლობა გადავუხადე. ბედნიერი ვარ, რომ ეიდანი ონლაინ თამაშს თამაშობდა და ვიღაცამ გაიგონა რომ შველას ითხოვდა. სიცოცხლის ბოლომდე დიას ვალში ვიქნებით.'' 

კომენტარები

ბოლო ამბები