Thumbnail

ჩინურმა კლუბმა ატლეტიკოს ორ ფეხბურთელში 48 მილიონი გადაიხადა

  • ლა ლიგიდან ჩინეთის სუპერლიგაში.
  • ატლეტიკომ 48 მილიონი მიიღო.
  • დალიან იფანმა კარასკო და გაიტანი დაიმატა.

ჩინეთის სუპერლიგაში ლა ლიგიდან კიდევ ორი მოთამაშე გადავიდა. დალიან იფანმა იანიკ ფერეირა კარასკო და ნიკოლას გაიტანი დაიმატა. მადრიდის ატლეტიკომ ბელგიელისა და არგენტინელის სანაცვლოდ 48 მილიონი ევრო მიიღო. დალიან იფანი 2017 წელს ჩინეთის პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას პირველივე სეზონში სურს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

ჩინელებმა კარასკოში 30 მილიონი, ხოლო გაიტანში 18 მილიონი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ითამაშებს ხონათან ვიერა, რომელიც ლას პალმასის კაპიტანი იყო და ასევე, ვილიარეალის ყოფილი შემტევი სედრიკ ბაკამბუ. კარასკოს ჩინეთში კიდევ ერთი ბელგიელი დახვდება - აქსელ ვიტსელი ტიანძინ ქვანძინის ღირსებას იცავს.

კარასკო ატლეტიკოში მონაკოდან გადავიდა, ხოლო გაიტანი კლუბმა ბენფიკადან დაიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები