Thumbnail

სალიჰამიჯიჩი ადასტურებს: ბაიერნმა ახალი მწვრთნელის ძებნა შეწყვიტა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნი ახალ მწვრთნელს ჯერჯერობით აღარ ეძებს
  • ამის შესახებ რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა

ეს ამბავი ყველაზე მეტად ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუხარდება!

მიუნხენური გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ახალ მწვრთნელს აღარ ეძებს. გაზეთ ‘ბილდის’ ჟურნალისტის კითხვაზე, შეწყვიტა თუ არა ბაიერნმა ახალი მწვრთნელის ძებნა, ‘ბრაცომ’ ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა! ჩვენ ხომ ახლახან გავუხანგრძლივეთ კონტრაქტი ჰანსი ფლიკს ნახევარი წლით და ცხადია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მას მხარი დავუჭიროთ დავეხმაროთ.”

ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. თავიდან დროებით, მაგრამ მერე ბაიერნის ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ 54 წლის ფლიკი მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამდებობაზე დაეტოვებინათ.

ცოტა ხნის წინ, ბავარიული გრანდის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ფლიკის მომავალ სეზონშიც მთავარ მწვრთნელად დატოვება საკმაოდ რეალურია. ფლიკს ბაიერნთან კონტრაქტი ზოგადად 2021 წლამდე აკავშირებს. მან უკვე გამორიცხა, რომ ზაფხულიდან ისევ ასისტენტის თანამდებობაზე დაბრუნდეს. “ბევრი რამ შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ არა ის, რომ ზაფხულიდან ისევ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვიყო,” - აღნიშნა რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ‘კიკერისთვის’ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

ბოლო ამბები