Thumbnail
  • ოქროს მედლებისთვის სულავა და მარსაგიშვილი იბრძოლებენ
  • ამ დროისთვის, ქართველების მონაგარი 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს დასრულდება იაშარ დოგუს სახელობის ტურნირი, სადაც შედეგიანად ასპარეზობს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები.

შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების სკანდალური ჩხუბით გაუფერულდა, მედლები 10-დან ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) თურქმენი საფაროვი 13-6 დაამარცხა

ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) თურქმენი საფაროვი 13-6 დაამარცხა და თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 11 იანვარი, 2020

ქართველების აქტივში 4 მედალია. ედემი ბოლქვაძემა (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) "იაშა დოგუს" ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) "იაშა დოგუს" ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ ასლაც ძიცოევს 4-1 მოუგო.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 11 იანვარი, 2020

დღეს, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის კარგი შანსი საქართველოს ნაკრების ორ წევრს აქვს. გიორგი სულავა (74 კგ.) ფინალში ბულგარეთის წარმომადგენელ უმარპაშაევს დაუპირისპირდება, დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) კი ძალებს აზერბაიჯანელ ალბოროვთან სცდის.

დავით მარსაგიშვილმა თანაგუნდელ დათო ფირუზაშვილს 3-0 სძლია

ქართული ნახევარფინალში "იაშარ დოგუზე" - დავით მარსაგიშვილმა თანაგუნდელ დათო ფირუზაშვილს 3-0 სძლია და სტამბულის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა, ფირუზაშვილის ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 11 იანვარი, 2020

ბრინჯაოს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ ირაკლი მწითურს, დავით ფირუზაშვილსა (ორივე – 92 კგ.) და ალექსი ჟორჟოლიანს (125 კგ.). ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე – 61 კგ.) რეპეშაჟში ერთმანეთს დაეჭიდებიან და გამარჯვებული “ბრინჯაოს ფინალის“ საგზურს მოიპოვებს.

გიორგი სულავამ (74 კგ) თურქ იაკუბ გორს 11-2 მოუგო

გიორგი სულავამ (74 კგ) თურქ იაკუბ გორს 11-2 მოუგო და იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა სადაც ბულგარეთის წარმომადგენელ უმარპაშაევს შეხვდება, ბულგარელმა თავის მხრივ ოლიმპიური ჩემპიონ აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვს 13-3 სძლია.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 11 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები