Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა
  • ოლივეირენშე მიმდინარე სეზონში მეხუთედ დამარცხდა

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში ერთ-ერთ ლიდერ ლისაბონის ბენფიკას უმასპინძლა და 75:84 წააგო.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:12 წუთში 14 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

დუდა სანაძე ლისაბონელებთან მატჩამდე

მასპინძელთა რიგებში აშკარად გამორჩეული იყო ამერიკელი ბეილი ფილდსი, რომელმაც 21 ქულას 16 მოხსნა წაამატა.

ოლივეირენშე 11 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს, სტუმრად, ლუზიტანიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები