Thumbnail

პირველი ტიტული 2017 წლის შემდეგ - სერენა ხანძრით დაზარალებულებს დაეხმარება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერენა უილიამსმა WTA-ს ტურნირი მოიგო
  • ეს მისი პირველი ტრიუმფია 2017 წლის შემდეგ

სერენა უილიამსმა ბოლო 3 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო! 38 წლის ამერიკელმა ახალზელანდიურ ოკლენდში, WTA-ს ტურნირის ფინალში თანამემამულე ჯესიკა პეგულა ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა.

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულისთვის ეს რიგით 73-ე ტიტულია და პირველი 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისა და მშობიარობის შემდეგ. ოკლენდში გამარჯვებისთვის სერენამ 43 000 დოლარი მიიღო და ამ თანხას მთლიანად ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში გადარიცხავს.

“ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავია ყველა ის სიახლე, რაც ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულთა შესახებ იწერება,” - განაცხადა სერენამ.

20 იანვარს მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა იწყება და წლის პირველ დიდ სლემზე სერენა კიდევ ერთხელ შეეცდება ლეგენდარული მარგარეტ კორტის რეკორდის გამეორებას, რომელსაც დიდი სლემის 24 ტურნირი აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ოკლენდის ტურნირზე უილიამსმა მხოლოდ ერთი სეტი წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები