Thumbnail

ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო - ბრინჯაო კანადიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანგუკ ოჰი 14:15 სანდრო ბაზაძე
  • ქართველმა მოფარიკავემ მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო

სანდრო ბაზაძემ კანადის ქალაქ მონრეალში, ხმლით ფარიკაობის გრან პრის მეოთხედფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სძლია. ბაზაძემ სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი 15:14 დაამარცხა. აზიელი შეხვედრას 14:12-ს იგებდა, რა დროსაც სანდროს ხმალი ხელში მოხვდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.

მცირე პაუზის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ მეტოქეს ზედიზედ 3 ქულა აუღო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იტალიელ ლუკა კურატოლისთან 9:15 წააგო.

ამგვარად, ბაზაძემ 2020 წლის პირველი გრან პრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

ცნობისთვის, სანგუკ ოჰი 2019 წელს ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სანდრო მსოფლიო რეიტინგის მე-9 ადგილზეა, ხოლო სანგუკი 290 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა 🇬🇪💪

სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა 🇬🇪💪 ქართველი მოფარიკავე შეხვედრას 12:14-ს აგებდა და ზედიზედ 3 ქულა აუღო მსოფლიოს ჩემპიონს 🇬🇪💪 Sandro Bazadze

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 11 იანვარი, 2020

ბაზაძის გზა ნახევარფინალამდე

1/32 - სანდრო ბაზაძე - მიხეილ მარდალეიშვილი 15:5
1/16 - სანდრო ბაზაძე - ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15:11
1/8 - სანდრო ბაზაძე - შანად გემესი (უნგრეთი) 15:13
1/4 -  სანდრო ბაზაძე - სანგუკ ოჰი (სამხრეთ კორეა) 15:14
1/2 - სანდრო ბაზაძე - ლუკა კურატოლი 9:15

კომენტარები

ბოლო ამბები