Thumbnail
  • სკარლეტსი 15:27 ტულონი
  • გიგაშვილმა 80 წუთი ითამაშა - ქართველი მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს

უელსურმა სკარლეტსმა ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურში ფრანგულ ტულონს უმასპინძლა და 12 ქულით, 15:27 დამარცხდა. ფრანგებმა პირველი ტაიმი 16-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანეს, რითიც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

სტუმართა რიგებში ბექა გიგაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა. ''ბორჯღალოსანმა'' კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც ქომაგებმა დაუფასეს. ტულონის გულშემატკივრებმა ბექა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ტულონი ჩელენჯ ქაფის მე-2 ჯგუფში 23 ქულით პირველ ადგილზე. ბოლო ტურში მათი მეტოქე იოანე იაშაღაშვილის ბაიონა იქნება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

👏 #SCARCT Vous avez élu Beka Gigashvili, Toulonnais du match sur l'application mobile du RCT ! 🔥

Posted by RCT - Rugby Club Toulonnais on შაბათი, 11 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები