Thumbnail

აიაქსის მოულოდნელი ტრანსფერი - ტენ ჰაგმა შემტევი დაიმატა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აიაქსმა რაიან ბაბელი გალათასარაიდან ინათხოვრა
  • რაიანი აიაქსის აკადემიის აღზრდილია

რაიან ბაბელი სამშობლოში დაბრუნდა და ამსტერდამის აიაქსში ითამაშებს. ჰოლანდიურმა კლუბმა ბაბელი გალათასარაიდან 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით დაიმატა. როგორც ჰოლანდიურ პრესაში წერენ, დიდი ალბათობით, ბაბელის კონტრაქტს აიაქსი გამოისყიდის.

რაიანი აიაქსის აკადემიაში 1998-2004 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ძირითად გუნდში გადაიყვანეს, სადაც 3 წელი გაატარა და იქიდან ლივერპულში წავიდა. 33 წლის ჰოლანდიელს უამრავ კლუბში უთამაშია. აიაქსში დაბრუნებამდე, გალათასარაის რიგებში ითამაშა და ანტალიასპორთან გოლის გატანაც შეძლო.

სავარაუდოდ, ერედივიზიონის პირველივე მატჩში ბაბელის დებიუტი შედგება. აიაქსმა 2020 წელს უკვე 2 მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. ამსტერდამელებმა ეუპენს 2:0 მოუგეს, ხოლო ბრიუგეს 3:1 სძლიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები