Thumbnail

'ცუდი გამარჯვება კარგ წაგებას სჯობს' - ბეჟანიშვილის ილინოისმა რატჯერსი დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 54:51 რატჯერსი
  • გიორგი ბეჟანიშვილი: 8 ქულა, 5 მოხსნა

NCAA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელის, გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა რატჯერსს უმასპინძლა და 54:51 დაამარცხა. ორივე გუნდმა ერთად 105 ქულა ძლივს მოაგროვა. 

გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო 5-ეულში იყო და მან 29 წუთი ითამაშა. ქართველის ანგარიშზე 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასია, რაც ასეთ დაბალშედეგიან მატჩში ურიგო არ არის. 

si.com ილინოისის მოგებაზე: "ცუდი გამარჯვება უკეთესია, ვიდრე კარგი მარცხი". 18 იანვარს ილინოისი ნორზვესტერნს ეთამაშება. ეს შეხვედრაც ილინოისის საშინაო არენაზე, შამპეინში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები