Thumbnail
  • სარაგოსა 99:111 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 16 ქულა, 8 მოხსნა

ACB ლიგის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სტუმრად 111:99 მოუგო სარაგოსას. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 26:37 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 

ამ გამარჯვების წყალობით, ტენერიფე კოპა ACB ლიგაზე განთესილი იქნება. 

2020 წელს კანარის კუნძულელებმა სამი მატჩი გამართეს და სამივე მოიგეს. 14 იანვარს შერმადინის გუნდი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება, სადაც ჩეხურ ნიმბურკს შეხვდება, ჩემპიონატში კი 18 იანვარს ესტუდიანტესს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები