Thumbnail

იტალია დამარცხებულია - საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება შესარჩევში  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იტალია 25:28 საქართველო
  • გიორგი ცხოვრებაძის 8 გოლი

იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებიც მონაწილეობს. პირველ ტურში რუმინეთთან დაძაბულ მატჩში დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იტალიას მოუგო - 28:25. 

გუნდში საუკეთესო მონპელიეს ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე იყო, მან მეტოქეს 8 გოლი გაუტანა. ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ 5-5 გოლი გაიტანეს. 

12 იანვარს ჩვენი გუნდი კოსოვოს ეთამაშება (19:00). პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები