Thumbnail
  • ლაციო 1:0 ნაპოლი
  • რომაელებმა საკუთარი მოგებათა რეკორდი გააუმჯობესეს

ლაციომ სერია A-ს მე-19 ტურში ნაპოლის უმასპინძლა და 1:0 მოუგო. რომაელებმა სერია A-ში ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგეს და 1999-2000 წლებში სვენ გორან ერიქსონის გუნდის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

მატჩის დაწყების წინ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დააჯილდოვეს, რომელიც დეკემბრის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ლაციომ მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა. დავიდ ოსპინას შეცდომით ჩირო იმობილემ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი გაიტანა. ჩიროს 17 გოლი სჭირდება, რათა გონსალო იგუაინის მიერ ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა გააუმჯობესოს.

ლაციო მომდევნო ტურში სამპდორიას შეხვდება. რომაელებს 42 ქულა აქვთ და ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები