Thumbnail

ჩხუბი საჭიდაო ხალიჩაზე - უკრაინელთა პროვოკაცია ქართველებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სტამბოლში ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
  • ზურაბ ერბოწონაშვილის შეხვედრა უკრაინელ ზაკარიევთან ჩხუბით დასრულდა

სტამბოლში, ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი "იაშარ დოგუ" მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობენ. ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) რომელიც 8:5-ს უგებდა უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე უკრაინელმა აკრძალული ხერხებით სცადა მეტოქის პროვოცირება და უხეშ ჭიდაობაზე გადავიდა.

ბრძოლის დასრულებამდე, ზაკარიევმა ერბოწონაშვილს სახეში გაარტყა, რის შემდეგაც მას ქართველმა ფალავანმაც უპასუხა. ერბოწონაშვილი ჩხუბის დროს გაჩერდა და ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ზურაბს ძლიერად დაარტყა. ჩხუბში გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო, ნაკრების მწვრთნელმა უკრაინელ ფალავანს დაარტყა. საბოლოოდ, ორივე სპორტსმენი მოიხსნა ასპარეზობიდან.

ჩხუბი საჭიდაო ხალიჩაზე - უკრაინელი მოჭიდავის პროვოკაცია

ჩხუბი საჭიდაო ხალიჩაზე - უკრაინელი მოჭიდავის პროვოკაცია ზურაბ ერბოწონაშვილთან, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ერბოწონაშვილს უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა დაარტყა ხალიჩაზე, ნაკრების მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე ავიდა და ერბოწონაშვილის დაცვა სცადა - სწორედ ამ დროს დაარტყა იანტბელიძემ ზაკარიევს

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 11 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები