Thumbnail

ლეგენდების ტურნირი | დინამოს მოგება ლევერკუზენთან, მარცხი დორტმუნდთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისი 4:2 ლევერკუზენი
  • დინამო თბილისი 2:3 დორტმუნდი

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ლეგენდების ტურნირზე, დინამო თბილისის ლეგენდებმა 2 მატჩი გამართეს: თბილისელებმა ლევერკუზენის ბაიერი 4:2 დაამარცხეს, ხოლო დორტმუნდთან 2:3 დამარცხდნენ.

ლევერკუზენთან ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კახა კალაძისა და ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. დორტმუნდთან თავი ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გამოიჩინეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორი ტურის შემდეგ, დინამო თბილისს 3 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე შალკე 04-ის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები