Thumbnail
  • გოგა ბითაძე ფარის საუკეთესო დამცველებში ადგილს იმკვიდრებს 
  • საკუთარ ფარქვეშ ეფექტურად მოთამაშეთა NBA-ს TOP 5 

ინდიანა პეისერსის ცენტრის, დომანტას საბონისის მუხლის ტრავმის გამო, გოგა ბითაძეს ჩიკაგო ბულსთან თავის გამოჩენის შანსი მიეცა - სტუმრად 116:105 მოგებულ თამაშში ქართველმა ახალბედა გოგა ბითაძემ თითქმის 15 წუთი სათამაშო დრო მიიღო და მის ანგარიშზე 4 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.

გოგამ განსაკუთრებით კარგად დაცვაში ითამაშა, როცა ის მოედანზე იყო, ჩიკაგოს "მაღლები" ფარქვეშიდან პრაქტიკულად ქულას ვერ აკეთებდნენ. სამწუხაროდ, შეტევაში ინდიანას შეტევებში ბითაძის როლი მინიმალური იყო. 

📺 გოგას დაფარება

დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის გამო, ქართველ ცენტრს თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა, თუმცა მცირე დროშიც კი ერთი რამ უკვე გამოიკვეთა - ბითაძე NBA-ს დონეზეც კი ფარქვეშ სერიოზული ფაქტორია. რაც სტატისტიკაშიც აისახა:

ასოციაციაში ახლა ფარის საუკეთესო მცველად იანის ანტეტოკუნმპო ითვლება - როცა ბერძენი ფარს იცავს, მისი ვიზავები ძალიან ცუდი პროცენტით ისვრიან ფარქვეშიდან - 41.6%. ამ სეზონში სულ 120-ჯერ ესროლეს და 50-ჯერ ჩააგდეს. 

ამ სტატისტიკურ კომპონენტში (მხოლოდ ის მოთამაშეები ითვლება, რომელთა წინააღმდეგ ფარქვეშიდან სულ მცირე, 50-ჯერ მაინც ისროლეს) NBA-ში ტოპხუთეულში გოგა ბითაძეცაა - ქართველი ცენტრი მხოლოდ იანისსა და ძმებს, რობინ და ბრუკ ლოპესებს ჩამორჩება, თუმცა უსწრებს დეანდრე ჯორდანს. გოგას წინააღმდეგ 44.0% სიზუსტით ისვრიან ფარქვეშიდან (ამ სტატისტიკაში ჩიკაგოსთან მატჩი შესული არ არის). 

NBA-ს ფარის TOP 5 დამცველები

41.6% - იანის ანტეტოკუნმპო 

43.2% - რობინ ლოპესი

43.7% - ბრუკ ლოპესი

44.0% - გოგა ბითაძე

44.6% - დეანდრე ჯორდანი   

მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 14 იანვარს, შინ ფილადელფიასთან ჩაატარებს, რომელსაც აღმოსავლეთში პეისერსზე ერთით მეტი მოგება აქვს და ცხრილში მეხუთეა. დომანტას საბონისის თამაში ამ შეხვედრაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კომენტარები

ბოლო ამბები