Thumbnail

დიდი 10 - არმაზმა ზედიზედ მესამედ მოიგო, ჯიქმა აია დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არმაზი 26:21 არმია.
  • არმაზი პლეი ოფისთვის იბრძოლებს.
  • ჯიქი 36:11 აია.
  • აია დამარცხდა, ჯიქი ლიდერებს წამოეწია.


დიდი 10-ის მე-14 ტური ორი საინტერესო მატჩი დასრულდა.

არმაზმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმარჯვა. ხარებთან და ბაგრატთან გამარჯვების შემდეგ, გუნდმა არმიაც დაამარცხა და საპლეიოფო ზონას 6-ქულით მიუახლოვდა. არმაზის მხრიდან გიორგი კვესელაძემ და სანდრო სვანიძემ ორ-ორი ლელო დადეს - რეზი ჯინჭველაშვილმა სამი გარდასახვის გატანა მოახერხა და არმაზმა მატჩი 26:21 მოიგო. არმიადან თავი თითო ლელოთი ჭინჭარაულმა და მახარაშვილმა გამოიჩინეს. სტუმრებმა ერთხელ საჯარიმო ლელოც მოიპოვეს. შალვა მახარაშვილმა ორივე გარდასახვის გატანა მოახერხა.

არმაზი დიდ 10-ში 27-ქულით მე-7 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ ხარებს 6-ქულით ჩამორჩება. არმია მხოლოდ ბაგრატს უსწრებს, კლუბს 11 ქულა აქვს.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, გორის ჯიქმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ ქუთაისის აიას მოუგო. ჯიქმა ოთხი ლელო დადო - შენგელია, ნინიძე, კლდიაშვილი და ხუციშვილი თითო ლელოთი გამოირჩნენ. მამუკა ნინიძემ ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ოთხი ჯარიმა გაიტანა.

ქუთაისელთა მხრიდან ერთადერთი ლელო საბა ერემეიშვილმა დადო. ლაშა ლომიძემ ორი ჯარიმა გაიტანა. ჯიქმა 36:11 მოიგო და ლოკომოტივთან ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა, აიასთან - 4-ქულამდე.

ასე გამოიყურება სატურნირო ცხრილი 14-ტურის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები