Thumbnail
  • სარაგოსამ სტუმრად ხიმნასტიკს ანგარიშით 3:1 მოუგო და თასის 1/16-ფინალში გავიდა
  • ტარაგონაში გამართულ მატჩში საბოლოო ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა დააფიქსირა
  • ქართველმა ნახევარმცველმა კოპა დელ რეიზე გოლი ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო

საქართველოს ნაკრებისა და სარაგოსას ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთის თასზე გატანილი გოლით გამოირჩა. სარაგოსამ თასის გათამაშების მესამე რაუნდში ხიმნასიას ესტუმრა, მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი სწორედ სტუმართა 24 წლის ქართველმა ლეგიონერმა დააფიქსირა.

ხიმნასტიკი 1:3 სარაგოსა - გიორგი პაპუნაშვილის გოლი

ხიმნასტიკი 1:3 სარაგოსა - გიორგი პაპუნაშვილის გოლი

Posted by Silk Sport on შაბათი, 11 იანვარი, 2020

აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილმა კოპა დელ რეის გათამაშებაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მანამდე სარაგოსამ სოკუელამოსს სწორედ გიორგი გოლით, მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო.

რაც შეება ხიმნასიასთან დაპირისპირებას, სარაგოსას ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, გატანილი გოლით კი მატჩის 86-ე წუთზე გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ხიმნასიას ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი მიითვალეს.

გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც სარაგოსაში 2017 წლიდან გამოდის, სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის. ქართველ ნახევარმცველს, რომელსაც ესპანურ კარიერაში ხელი ტრავმებმა მნიშვნელოვნად შეუშალა, ბოლო დროს ლა ლიგა 2-ის ექსტრემადურას უკავშირებენ. მანამდე იწერებოდა ლუგოსა და რასინგის, ასევე ბერძნული პანათინაიკოსის ვარიანტზეც.

კომენტარები

ბოლო ამბები