Thumbnail

10 საინტერესო კითხვა ტვიტერიდან - ფაბრეგასმა ქომაგებს უპასუხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სესკ ფაბრეგასმა ტვიტერზე ქომაგების შეკითხვებს უპასუხა
  • ესპანელი ფეხბურთელის 10 გამორჩეული პასუხი

სესკ ფაბრეგასმა ტვიტერზე ქომაგების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, თუ ვინ იყო მზად, სწრაფი კითხვა-პასუხისთვის.

არსენალის, ბარსელონასა და ჩელსის ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც ახლა მონაკოს ღირსებას იცავს, ქომაგებს საინტერესო პასუხები გასცა. POPSPORT სესკის ტვიტერზე დასმულ 10 საინტერესო შეკითხვასა და მათზე პასუხებს გთავაზობთ.

- პრემიერლიგაში გატანილი 50 გოლიდან, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული?

- ტოტენჰემთან გატანილი ყველა გოლი ჩემი ფავორიტია.

- რისგან შედგებოდა პიცა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონს ესროლეთ?

- ფერგიუსონს პეპერონის პიცა ვესროლე.

- საუკეთესო მომენტი ჩემპიონთა ლიგიდან...

- ბარსელონასთან გამარჯვება ემირეიტსზე და რეალის დამარცხება 2006 წელს, ბერნაბეუზე.

The GOAT at his very best | HENRY'S MADNESS AT REAL MADRID

🐐 The GOAT doing GOAT things, on this day in 2️⃣0️⃣0️⃣6️⃣ 😱 When Thierry Henry made history against Real Madrid C.F. at the Estadio Santiago Bernabéu

Posted by Arsenal on ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2019

- მწვრთნელი, რომელთანაც მუშაობა რთული იყო.

- უდავოდ, ანტონიო კონტე.

- შეძლებს ინტერი სკუდეტოს მოგებას?

- რატომაც არა? ანტონიო კონტე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას შეუძლია კლუბის განახლება და ახალი იდეის გარშემო მისი გაერთიანება.

- საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგაში...

- სადიო მანე.

- რა პოზიციაზე გირჩევნია თამაში: შემეტევ ნახევარმცველად, ცრუ ცხრიანად, ცენტრალურ ნახევარმცველად? 

- მწვრთნელი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ჩემზე მორგებულია.

- სტადიონი, რომლის ატმოსფეროც საუკეთესოა, სადაც გითამაშია?

- ყოველთვის მიყვარდა სან სიროზე თამაში.

- იუნაიტედში გადასვლასთან ახლოს იყავი...

- ვერ ვიტყოდი, რომ ახლოს. დევიდ მოიესს რამდენჯერმე ვესაუბრე - სულ ეს იყო.

- ერთი მატჩი ისტორიიდან, რომელშიც ითამაშებდი...

- ბაიერნი VS მანჩესტერ იუნაიტედი (1999 წლის ფინალი).

კომენტარები

ბოლო ამბები