Thumbnail

უეფას კონგრესი | უარი ჯერსის და რეკორდული საპრიზო ფონდი ევრო 2020-ზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბრატისლავაში უეფას კონგრესი გაიმართა.
  • საპრიზო ფონდი იზრდება.
  • მაგრამ არ იზრდება უეფას წევრი ქვეყნების რაოდენობა.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში უეფას რიგით 42-ე კონგრესი გაიმართა. 
კონგრესზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს:

► ოთხი ცვლილება რეალურია - უეფა ფეხბურთში წესების შეცვლას აპირებს

სარეკორდო ევრო 2020

უეფას გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 23%-ით გაიზარდა და ის ევრო 2020-ზე €371 მილიონს შეადგენს. 

გაიზარდა საფეხბურთო განვითარების პროგრამების დაფინანსებაც - პროგრამა "ჰეთ-თრიკი" 2020-24 წლების ოთხწლიან შუალედში €775 მილიონს მიიღებს. თითოეულ ასოციაციას და მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ პროგრამიდან 4 წლის განმავლობაში €14.1 მილიონი შეხვდება.

ევრო 2020-ის მონაწილეობისთვის თითოეული გუნდი €9.25 მილიონს მიიღებს. ჩემპიონობისთვის ნაკრები 10 მილიონს მიიღებს, ფინალისტობა კი 7 მილიონი "ღირს". საერთო ჯამში ჩემპიონი გუნდის მთლიანი შემოსავალი 34 მილიონი იქნება. ევრო 2016-ის გამარჯვებულმა პორტუგალიამ კი "მხოლოდ" 27 მილიონი მიიღო. 

დანიშვნები

უნგრელი შანდორ ჩანი ერთი წლის ვადით აირჩიეს უეფას ვიცე-პრეზიდენტად. ხოლო უეფას აღმასკომის შეფი ასევე ერთი წლით ესპანელი ხუან ლუის სარობე გახდა. 

უარი ჯერსის

უარი ეთქვა ჯერსის ფეხბურთის ასოციაციას წევრად მიღებაზე. ასე რომ, უეფას წევრი ქვეყნების რიცხვი ისევ 55-ია. ჯერსი ნორმანდიის ერთ-ერთი კუნძულია 100-ათასიანი მოსახლეობით, რომელიც დამოკიდებულია ბრიტანეთის მონარქიაზე, თუმცა არ არის დიდი ბრიტანეთის წევრი. 

კომენტარები

ბოლო ამბები