Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით გახსნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუმინეთი 29:24 საქართველო
  • ქართველებს იტალიასთანა და კოსოვოსთან მატჩებიც ელით

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი ჩაატარა და რუმინეთთან 24:29 (13:16) წააგო.

ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მეტწილად მდევრების როლში იყვნენ, მე-2 ტაიმში წინ გასვლა მაინც მოახერხეს, თუმცა, ბოლო წუთები მეტოქემ გაცილებით მობილიზებულად ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ირაკლი ჩიქოვანი იყო 6 გოლით, გიორგი ცხოვრებაძემ 5 ბურთი გაიტანა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ – 4, ირაკლი კბილაშვილმა – 3, ნიკოლოზ კალანდაძემ, გიორგი დიხამინჯიამა და უჩა მაისურაძემ კი – ორ-ორი. 

ქართველი ხელბურთელები იტალიის ქალაქ ბენევენტოს “პალა ტედესკიში“ მიმდინარე ტურნირზე, 11 იანვარს, 23:00 საათიდან მასპინძლებს ეთამაშებიან, 12 იანვარს (19:00) კი – კოსოვოს. ვთქვათ ისიც, რომ პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. 

საქართველოს ნაკრები თბილისში 14 იანვარს დაბრუნდება და მზადებას უკვე ევრო 2022-ის პლეიოფისთვის დაიწყებს – 16 და 19 იანვარს ფინეთთან.

სუომისთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები