Thumbnail
  • შაბათს, ლივერპული ტოტენჰემს სტუმრობს
  • პრესკონფერენციაზე კლოპი იძულებული გახდა, მოურინიოსთვის ბოდიში მოეხადა

ტოტენჰემთან ტურის ცენტრალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტები აცინა.

კითხვაზე, აქტიური სპორტული კარიერის დროს იგი უფრო კარგი ფეხბურთელი იყო, თუ ტოტენჰემის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, 52 წლის გერმანელმა ასე უპასუხა: “წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. ვინმემ იცით, რომელ პოზიციაზე თამაშობდა ჟოზე? მგონი, მეკარე იყო.”

როგორც აღმოჩნდა, საპრესკონფერენციო დარბაზში არცერთმა ჟურნალისტმა არ იცოდა, რა პოზიციაზე თამაშობდა მოურინიო ფეხბურთელობის დროს. კლოპმა თქვა: “მინდა, რომ ეს ახლავე გავიგო. ვინმემ დაგუგლეთ. დრო გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს დრო.”

ამის შემდეგ დარბაზში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წამოიძახა: “ნახევარმცველი!” კლოპმა კი დასძინა: “ბოდიში, ჟოზე!”

სინამდვილეში, ჟოზეს მამა, ფელიქს მოურინიო გახლდათ მეკარე, რომელიც ვიტორია სეტუბალისა და ბელენენსეშის ღირსებას იცავდა. ფელიქსი 2017 წელს გარდაიცვალა. მას პორტუგალიის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ჟოზე კი გაცილებით ნაკლებად წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა (რიუ ავე, ბელენენსეში, სესიმბრა, ინდუსტრია).

იურგენ კლოპი აქტიური სპორტული კარიერის დროს ასევე ნახევარმცველი გახლდათ, მოგვიანებით კი დაცვაში გადაიყვანეს. 340 ოფიციალურ მატჩში მან მეორელიგელი მაინცის ფორმით, 56 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები