Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კანდიდატთა შორის გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე არიან
  • ყრილობის დღის წესრიგში 5 საკითხია შეტანილი

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობას 30 იანვარს შევიტყობთ.

კავშირის პრესსამსახურის ცნობით, სწორედ ამ დღეს დაინიშნა 2020 წლის საერთო კრება, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი სწორედ პრეზიდენტის არჩევნები იქნება.

ყრილობას 13:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი” უმასპინძლებს, დღის წესრიგი კი სრულად ასე გამოიყურება:

1. სრკ-ს გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
2. სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
3. სრკ-ს პრეზიდენტის არჩევა;
4. წესდების ცვლილებების მიღება;
5. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მსურველთა ოფიციალური სია, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ პოსტისთვის მოქმედი ხელმძღვანელი გოჩა სვანიძე და სრკ-ის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები