Thumbnail
  • სტატისტიკურად მაიკლ დიქსონი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ლიდერია.
  • მარგი ქმედების კოეფიციენტით დიქსონი მეხუთეა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევი ციკლის ლიდერია ევროპაში. დიქსონი საშუალოდ 27.0 ქულას აგდებს თამაშში. 

► ფიბას აღიარება: თბილისური მატჩი გულშემატკივართა რაოდენობით საუკეთესო სამეულშია

► საქართველო გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა - დიქსონის 26 ქულა საკმარისი არ იყო

მას კონკურენციას მხოლოდ ისლანდიელი მარტინ ჰერმანსონი უწევს - 25.5 ქულა თამაშში. მესამე ადგილზე მყოფები, ბერძენი იოანის ბურუსისი და იტალიელი ამადეო დელა ვალე (21,0-21,0) დიქსონს საკმაოდ ჩამორჩებიან.

მეორე ქართველი ამ მაჩვენებლით - მიხეილ ბერიშვილი - მხოლოდ 37-ე ადგილზეა - 12.8 ქულა.
ხოლო მესამეზე მყოფები - გოგა ბითაძე და მერაბ ბოქოლიშვილი - ასეულშიც არ არიან - საზიარო 106-ე პოზიციაზე (8.3-8.3).

დიქსონს 108 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც 6 ქულით სჯობს ისლანდიელი მდევრის შედეგს. 
ქართველებში მოხსნებში გოგა ბითაძე ლიდერობს - 5.0 მოხსნა თამაშში, ეს საზიარო 39-ე ადგილია საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მაიკლ დიქსონის 36 ქულა სერბეთთან მატჩში საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მიღწევაა. 

უფრო მაღალ პოზიციაზეა გოგა ბლოკებში - 1.5 დაფარება თამაშში, ეს მეცხრე შედეგია ევროპაში.
დიქსონი კიდევ ერთ კატეგორიაშია მოწინავეთა შორის - შედეგიან გადაცემებში - 5.5 თამაშში, მეშვიდე შედეგია. ნატურალიზებული ამერიკელი ჩაჭრებში (0.9) 23-ე პოზიციაზეა. დიქსონი ბევრს თამაშობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დაკარგვებითაც "ლიდერთა" შორისაა - საშუალოდ 4.5 დაკარგვა თამაშში საკვალიფიკაციოში მეორე შედეგია. 

36.6 წუთი მატჩში - ასეთია მაიკლის სათამაშო დრო და ის ამ მაჩვენებლითაც პირველია. დიქსონი უბრალოდ შეუცვლელია. 

მარგი ქმედების კოეფიციენტით (22.5) დიქსონი მეხუთეა. 

სანაკრებო სტატისტიკა

ილიას ზუროსის გუნდმა 4-დან 1 მატჩი მოიგო, თუმცა საშუალოდ ქულების რაოდენობით (78.0) ნაკრები მერვე პოზიციაზეა. სამაგიეროდ, გვიჭირს ფარზე (25-ე შედეგი), პასებში (22) და ჩაჭრებში (20). შედარებით კარგი შედეგი გვაქვს დაფარებებში (11). 

კომენტარები

ბოლო ამბები