Thumbnail

შემადგენლობა ცნობილია - ჩომახიძეს ევროპის ჩემპიონატზე 13 წყალბურთელი მიჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც უნგრეთში დაგეგმილ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჩვენი ეროვნული გუნდის განაცხადში 13 წყალბურთელია, ჩომახიძის ასისტენტები კი თამაზ კუტივაძე და გელა ტუკვაძე იქნებიან. ქართული დელეგაცია ბუდაპეშტისკენ გეზს 11 იანვარს აიღებს.

1. ირაკლი რაზმაძე, 2. ზურაბ რურუა, 3. მარკო ელაჩა, 4. ნიკოლოზ შუბლაძე, 5. ანდრია ბითაძე, 6. ბექა ქავთარაძე, 7. დამირ ცრეპულია, 8. მიხეილ ბაღათურია, 9. რევაზ იმნაიშვილი, 10. ხვიჩა ჯახაია, 11. გიორგი მაგრაქველიძე, 12. ბორის ვაპენსკი, 13. ფაბიო ბარალდი.

რევაზ ჩომახიძე და საქართველოს ნაკრების იტალიელი ახალწვეული ფაბიო ბარალდი

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირს 12-26 იანვარს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს, ქართველ წყალბურთელებს კი D ჯგუფში მეტოქეებად იტალია, საბერძნეთი და საფრანგეთი ეყოლებათ. ჩვენების განრიგი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):

14 იანვარი, 19:00 – საფრანგეთი-საქართველო
16 იანვარი, 19:00 – საბერძნეთი-საქართველო
18 იანვარი, 17:30 – იტალია-საქართველო

მოახლოებულ ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი. დანარჩენი 3 ჯგუფი ასე გამოიყურება.

A ჯგუფი: გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო.
B ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ნიდერლანდები, რუსეთი.
C ჯგუფი: მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში პირდაპირ გავლენ, მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ჩაერთვებიან, ბოლო პოზიციებზე გასულები კი მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებს გაითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები