Thumbnail
  • კულიბალი ნაპოლიდან ანჩელოტის წასვლით უკმაყოფილო დარჩა
  • 28 წლის სენეგალელი მცველით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი კალიდუ კულბალის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება. ინგლისურ კლუბს სენეგალელის შეძენა გასულ ზაფხულსაც უნდოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და კალიდუ ნაპოლიში დარჩა.

Daily Star-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლით უკმაყოფილოა და ნაპოლის დატოვება იანვარშივე სურს. მცველს სჯერა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტი მას გაუშვებს. 

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 100 მილიონი ფუნტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ აღნიშნული თანხის გადახდა და კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს სურს, რომ კალიდუ და ჰარი მაგუაიერი მოედნის ცენტრში დააწყვილოს და ამით მანჩესტერის დაცვითი პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გაზარდოს.

კულიბალი მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად გამოიყურება. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.  

კომენტარები

ბოლო ამბები