Thumbnail
  • მუსა დემბელე ლიონში კარგ სეზონს ატარებს
  • ფორვარდის შეძენა იუვეს გარდა ჩელსისაც სურს

Calcio Mercato-ის ინფომრაციით, ტურინის იუვენტუსს ფრანგული ლიონის ფეხბურთელის მუსა დემბელეს დამატება სურს. ფრანგი ფეხურთელის ყიდვა უნდა ლონდონის ჩელსისაც, თუმცა მაურიციო სარი მზად არის, ფორვარდისთვის ყოფილ გუნდს ებრძოლოს.

"ბებერმა კალბატონმა" სერია A-ს ბოლო 8 ტიტული მოიგო, თუმცა ამჯერად ინტერის სახით სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა. ტურინულ კლუბს იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრედ მოგება სურს და ამისთვის შეტევითი პოტენციალის გაზრდას კიდევ აპირებს.

გარდა იტალიის ჩემპიონატისა, იუვეს განსაკუთრებით სურს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. მუსა დემბელეს დამატებით კი გუნდი ნამდვილად გაძლიერდება.

23 წლის ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი აქვს გამართული, სადაც თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა. 

დემბელეს ლიონთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის ინფორმაციით 40 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები