Thumbnail

ჭიდაობა | სტამბოლის ტურნირზე საქართველოს ნაკრების 16 წევრი იასპარეზებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაშარ დოგუს მემორიალი სამ დღეს გასტანს
  • 10 იანვარს მედლებისთვის ბრძოლაში 9 ქართველი ჩაებმება

დღეს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში სტარტი აიღო და 12 იანვრამდე გასტანს თავისუფალ ჭიდაობაში იაშარ დოგუს სახელობის რიგით 48-ე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 15 ქვეყნის ნაკრების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი გუნდის სტამბოლში ასეთი შემადგენლობითაა ჩასული: 

57 კგ. – ოთარ გოგავა
61 კგ. – თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე
70 კგ. – მირზა სხულუხია, ზურაბ იაკობიშვილი, ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ. – გიორგი სულავა, დიმიტრი ჯიოევი
79 კგ. – ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ. – დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი
92 კგ. – ირაკლი მწითური, დათო ფირუზაშვილი
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი, ზურიკო ურთაშვილი
125 კგ. – ალექსი ჟორჟოლიანი

10 იანვარს, ხალიჩაზე 57, 65, 70, 86 და 97 კგ-მდე წონით კატეგორიის ფალავნები გავლენ, ამდენად, საქმეში გოგავა, ბოლქვაძე, სხულუხია, იაკობიშვილი, ქელეხსაშვილი, მარსაგიშვილი, ამინაშვილი, მაჭარაშვილი და ურთაშვილი ჩაერთვებიან.

10-12 იანვარს, სტამბულში თავისუფალ ჭიდაობაში "იაშარ დოგუს" სახელობის რიგით 48-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართება სადაც 15...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები