Thumbnail
  • ბასკონია 65:79 ფენერბაჰჩე
  • ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 11 სროლა გამოიყენა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-18 ტურში ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და 14 ქულით, 65:79 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 13-დან 11 სროლა გამოიყენა, თუმცა თორნიკეს კარგმა შეხვედრამ ბასკონიას მაინც ვერ უშველა.

ქართველმა კაპიტანმა 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან ორივე სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. თორნიკემ 21 ქულას 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ბლოკი დაუმატა, რითიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ბასკონიამ ევროლიგაში მე-11 მატჩი წააგო და მე-13 ადგილზეა. ვიტორიელები 15 იანვარს ზენიტის წინააღმდეგ ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები