Thumbnail
  • გლაზგოს რეინჯერსის მწვრთნელმა კარიერის მთავარ შეცდომაზე ისაუბრა
  • ჯერარდი ნანობს, რომ კლოპის გუნდში თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა და დღეს გლაზგო რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. ყველაზე დიდი დრო ჯერარდმა საფეხბურთო კარიერას დაუთმო და ლივერპულში გატარებული პერიოდი გაიხსენა…

“2013-2014 წლების სეზონში ახლოს ვიყავით პრემიერლიგის მოგებასთან, მაგრამ მოხდა ის საბედისწერო ინციდენტი, ფეხი დამიცდა და შემდეგ, ტიტული დავკარგეთ. მას შემდეგ, ბევრს ვფიქრობ ამ ეპიზოდზე. როდესაც დეტალური ანალიზი გავაკეთე, მივხვდი, რომ ჩემპიონობის დაკარგვა მხოლოდ ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ამაზე ფიქრი მოსვენებას მაინც არ მაძლევს.

როდესაც ლივერპულიდან წავედი, ბევრმა ამაში ბრენდან როჯერსი დაადანაშულა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლე ისაა, რომ კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობებით დავრჩი უკმაყოფილო. ჩემი ჰონორარი ჩატარებულ მატჩებსა და გატანილ გოლებზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, ეს კი არ მომეწონა. დღეს ვნანობ ამ გადაწყვეილებას, რადგან შემეძლო, იურგენ კლოპის მწვრთნელობით ლივერპულში 20 მატჩი მაინც ჩამეტარებინა. თუმცა, რამდენად ავყვებოდი მისი თამაშის ტემპს, ეს კიდევ ცალკე თემაა” - განაცხადა ჯერარდმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები