Thumbnail
  • გერმანული ტელეკომპანია ARD-ს დოკუმენტური ფილმი ძალოსნობაზე
  • პოპსპორტი გთავაზობთ მონაკვეთს, რომელიც ლაშა ტალახაძეს ეხება

გუშინ, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის დოკუმენტურ ფილმს გამოეხმაურა, რომელშიც ის აზრი იყო განვითარებული, რომ ქართველ ძალოსანს რამდენიმე დოპინტ-ტესტი გავლილი არ აქვს და მისი ფენომენალური შედეგები, შესაძლოა, ამით იყოს განპირობებული. 

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადების შესახებ უკვე ვწერდით, ახლა კი პოპსპორტი გიჩვენებთ ის მონაკვეთს ფილმიდან, რომელიც ლაშა ტალახაძეს ეხება!

ფილმი სახელწოდებით “Geheimsache Doping - der Herr der Heber” (საიდუმლო საქმე დოპინგი - ძალოსნების ბატონი) გერმანიის პირველმა არხმა, ტელეკომპანია ARD-მ 5 იანვარს უჩვენა და ის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ტამაშ აიანის საქმიანობას ეხება. სამწუხაროდ, ფილმის ნახვა მხოლოდ გერმანიაში მცხოვრებთათვისაა შესაძლებელი, მაგრამ პოპსპორტმა მიოპოვა ის მონაკვეთი, რომელშიც საქართველოს ზედიზედ 4-გზის საუკეთესო სპორტსმენზეა საუბარი.

'ეს დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს, როგორ იმართება სპორტის ოლიმპიური სახეობა ძალოსნობა'

45-წუთიან დოკუმენტურ ფილმს ARD-ს რედაქცია ასეთ შესავალს უკეთებს: “ეს დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს, როგორ იმართება სპორტის ოლიმპიური სახეობა ძალოსნობა. ფილმის ავტორები გვიამბობენ უნგრელი ტამაშ აიანის იმპერიაზე, რომელიც 2000 წლიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტია.”

ტალახაძის შესახებ მონაკვეთის მთავარი მესიჯი ასეთია: “2016 წელს, ოლიმპიური ოქროს მოპოვებამდე და 2015 წელს, მსოფლიოს ჩემპიონობამდე, ადრე დოპინგზე ჩავარდნილი სუპერვარსკვლავი ერთხელაც არ შეუმოწმებიათ.”

📺 ვიდეო: ლაშა ტალახაძის მონაკვეთი ARD-ს დოკუმენტური ფილმიდან

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პასუხი ასეთია: “ADAMS-ის ინფორმაცია შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ტალახაძემ 2015 და 2016 წლებში, ვარჯიშების პერიოდში, შემოწმება გაიარა.”

წაიკითხე'აღმაშფოთებელი ბრალდება ლაშა ტალახაძეს' – ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია

ARD Sportschau-ს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ხსენებული დოკუმენტური ფილმია დალინკული, ბევრი კომენტარი აქვს. მომხმარებლები კომენტარებში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ტამაშ აიანზე წერენ, რადგან ფილმი მასზეა. რუმინული წარმოშობის მქონე უნგრელი ფუნქციონერი მოხსენიებულია, როგორც კორუმპირებული პიროვნება, რომელმაც იმპერია შექმნა და ათწლეულებია, ძალოსნობას აზიანებს. მომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ მისი ადგილი ციხეშია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები