Thumbnail
  • 📅 10 იანვარი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ფენერბაჰჩე | 📺 სილკ სპორტ 2
  • თორნიკე შენგელია ევროლიგის ვარსკვლავებშიც გამოირჩა

ეპიზოდი თორნიკე შენგელიას მონაწილეობით ევროლიგის პირველი წრის საუკეთესო მომენტების ათეულში პირველ ადგილზე გავიდა.

საუბარია მომენტზე, რომელიც ბასკონიასა და ბარსელონას მატჩის ბოლო წუთზე მოხდა. ქართველმა ვარსკვლავმა სამქულიანის ხაზიდან ფარისკენ მოძრაობა დაიწყო და მარცხენა ხელით ბურთი კატალონიელთა უმთავრეს ვარსკვლავ ნიკოლა მიროტიჩს გადაატენა.

ეპიზოდი ძალიან ეფექტური ხომ იყო და ამ მოქმედებით, თოკომ ბასკონიელებს ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან გამარჯვებაც მოუტანა – 76:74.

ტოპ-10-ში ასევე შევიდა ეპიზოდები კოსტას სლუკასის (ფენერბაჰჩე), კონსტანტინოს მიტოღლუს (პანათინაიკოსი), ჯერემი ევანსის (ხიმკი), ქუინსი ეისის (მაკაბი), ნიკ კალატესის (პანათინაიკოსი), ბრენდონ პოლის (ოლიმპიაკოსი), მატიას ლესოს (ბაიერნი), შეინ ლარკინისა (ანადოლუ ეფესი) და მაიკლ ერიკის (ბასკონია) მონაწილეობით.

ევროლიგის მე-2 წრე სტარტს სწორე დღეს აიღებს და ბასკონია, რომელიც 7 მოგებითა და 10 მარცხით მე-12 ადგილზეა, ესპანეთში, სტამბოლის ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ თორნიკეს ევროლიგურ კარიერაში ყველაზე მეტი – 4 ჩაჭრა სწორედ თურქულ გრანდთან 2018 წლის ნოემბერში გამართულ მატჩში აქვს მოგროვებული, ამავდროულად, დაპირისპირება ფრანგ ნანდო დე კოლოსთან მოუწევს, რომელთან ერთადაც ვალენსიაში 2009-10 წლებში თამაშობდა.

შენგელია ბასკონიას ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული, ბოლო 18 შეხვედრიდან 17-ში კი მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა რიცხვით უკანასკნელი 16 მატჩიდან 15-ში გამოიხატებოდა.

ის საშუალოდ 16.7 ქულით სეზონის ბომბარდირთა დავაში მე-6 ადგილზეა და შეტევაში 9 მოხსნა აკლია, რათა ამ კომპონენტში 200-იან ნიშნულს უწიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები