Thumbnail

ირანში ომის დაწყების შიშით აიაქსის ამერიკელმა მცველმა ყატარის შეკრება დატოვა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სერჟინო დესტი ჰოლანდიაში დაბრუნდა
  • "თავს არაკომფორტულად გრძნობს..." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში

ამერიკის ნაკრების და აიაქსის მცველმა - სერჟინო დესტმა ყატარის შეკრება საკუთარი უსაფრთხოების მიზნით დატოვა. "თავს არაკომფორტულად გრძნობს..." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყატარის მეზობელ - ირანს შორის პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ორი ქვეყანა ფართო მასშტაბიანი კონფლიქტის ზღვარზეა.

19 წლის დესტი ჰოლანდიაში დაბადებული, თუმცა ამერიკელი მამის გამო ოქტომბერში გრეგ ბეგჰალტერის ნაკრებში არჩია თამაში, სადაც უკვე 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები