Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • წყალბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში ჩაატარა
  • რევაზ ჩომახიძის შეგირდები უნგრეთისკენ გეზს 11 იანვარს აიღებენ

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მზადების ბოლო ეტაპს გადის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 12-26 იანვარს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძის შეგირდები ევროპირველობაზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ, D ჯგუფში მეტოქეებად კი იტალია, საბერძნეთი და საფრანგეთი ეყოლებათ. ჩვენების განრიგი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):

14 იანვარი, 19:00 – საფრანგეთი-საქართველო
16 იანვარი, 19:00 – საბერძნეთი-საქართველო
18 იანვარი, 17:30 – იტალია-საქართველო

საქართველოს ნაკრები, რომელმაც მცირე ხნის წინ მონტენეგროს ოთხთა ტურნირზე ითამაშა, ბუდაპეშტისკენ გეზს 11 იანვარს აიღებს და მზადებას ადგილზე განაგრძობს.

ქართველებს ჯგუფურ ეტაპზე უმთავრეს მიზნად საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამარცხება ექნებათ დასახული, რადგანაც საბერძნეთთანა და იტალიასთან წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელია.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საინტერესოა, რომ ქართველი წყალბურთელები ევროპირველობაზე შედეგს ყოველ ჯერზე აუმჯობესებდნენ. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფინალურ ეტაპზე პირველად 2014 წელს (უნგრეთში) ითამაშა და 7-ვე მატჩი წააგო, 2016-ში (სერბეთში) ერთხელ იმარჯვა, 2018-ში (ესპანეთში) კი, უკვე 2 შეხვედრა მოიგო და ტურნირი მე-13 ადგილზე დაასრულა.

მოახლოებულ ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი. დანარჩენი 3 ჯგუფი ასე გამოიყურება.

A ჯგუფი: გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო.
B ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ნიდერლანდები, რუსეთი.
C ჯგუფი: მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში პირდაპირ გავლენ, მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ჩაერთვებიან, ბოლო პოზიციებზე გასულები კი მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებს გაითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები