Thumbnail

მაფიასთან კავშირი და პატიმრობა - იუვეს ყოფილ ფორვარდს განაჩენი გამოუტანეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2010 წელს, ფაბრიციო მიკოლის გასესხებული 12 000 ევროს დაბრუნება სურდა
  • ამ მიზნით, იტალიელი ფეხბურთელი მაფიის წევრებს დაუკავშირდა

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერან ფეხბურთელ ფაბრიციო მიკოლის მაფიასთან კავშირის გამო 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

2010 წელს, მიკოლის გასესხებული 12 000 ევროს დაბრუნება სურდა. ამ მიზნით, მაფიის წევრებს დაუკავშირდა და მათ დახმარება სთხოვა. თხოვნის საფუძველზე, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს. შედეგად, მიკოლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

40 წლის ფაბრიციო მიკოლი ბოლოს მალტური გუნდის, ბირკირკარას ღირსებას ცავდა, იქამდე კი არაერთ იტალიურ გუნდში ბრწყინავდა.

ყველაზე მეტად პალერმოში თამაშით დაგვამახსოვრა თავი, სადაც 6 წელი დაჰყო, 165 შეხვედრა გამართა და 74 გილი გაიტანა. 2005-2007 წლებში მიკოლი იუვენტუსში ასპარეზობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები