Thumbnail
  • კშიშტოფ პიონტეკი მილანში არასტაბილურ სეზონს ატარებს
  • პოლონელით პრემიერლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი

კშიშტოფ პიონტეკმა მილანი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. 24 წლის პოლონელი ფორვარდი წელს ისეთი აქტიური ვეღარ არის, ამდენად, მისმა პროდუქტიულობამ იკლო. 

პიონტეკით პრემიერლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი, ყველაზე დიდ ყურადღებას კი ტოტენჰემი იჩენს. ცოტა ხნის წინ, ჰარი კეინმა მძიმე დაზიანება მიიღო და “დეზები” მის შემცვლელს სასწრაფო წესით ეძებენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნების შემდეგ ვარაუდობენ, რომ კშიშტოფს სათამაშო დრო შეუმცირდება. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 38 წლისაა, იგი მაინც ძირითადის მოთამაშედ განიხილება.

იტალიურმა გრანდმა პიონტეკი გასულ წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჯენოადან დაიმატა, ახლა კი, მის გაყიდვას 27 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

ტოტენჰემის გარდა, ფორვარდის გადაბირება ასტონ ვილას, ნიუკასლსა და კრისტალ პალასსაც სურთ, თუმცა, ფავორიტი მაინც ჟოზე მოურინიოს გუნდია.

პიონტეკს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 4 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები