Thumbnail

პარი სენ ჟერმენის 6 გოლი სენტ ეტიენთან - ნახევარფინალისტები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარი სენ ჟერმენი 6:1 სენტ ეტიენი
  • საფრანგეთის ლიგის თასზე ნახევარფინალისტები გამოვლიდნენ

პარი სენ ჟერმენმა საფრანგეთის ლიგის თასზე სენტ ეტიენს უმასპინძლა და მეტოქეს 6:1 მოუგო, რითიც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ტომას ტუხელმა გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა - პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ნეიმარი, იკარდი, მბაპე, დი მარია და ვერატი იყვნენ, ხოლო ედინსონ კავანი მოედანზე ცვლილებაზე შევიდა.

პსჟ-მ ტაიმი 3:0 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 3-ჯერ გაუტანა. მაურო იკარდიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, თითო გოლი მბაპესა და ნეიმარის ანგარიშზეა, ერთი გოლი კი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. 

ნახევარფინალის საგზურები ლილმა, რეიმსმა და ლიონმაც მოიპოვეს.

რეიმსი 0:0 (პენ-4:2) სტრასბური

ლიონი 3:1 ბრესტი

გოლები: 1:0 დემბელე (19), 2:0 აუარი (55), 2:1 გრანდსირი (85), 3:1 ჟან ლუკასი (90+1)

ლილი 2:0 ამიენი

გოლები: 1:0 ლუის არაუხო (50), 2:0 ოსიმენი (58)

კომენტარები

ბოლო ამბები