Thumbnail
  • შალკეს მეკარემ მიუნხენის ბაიერნთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
  • მანუელ ნოიერმა ბაიერნში ალექსანდერ ნიუბელის ტრანსფერზე ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნმა გელზერკირხენის შალკეს მეკარე ალექსანდერ ნიუბელთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა. შალკესთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გერმანელი მეკარე ბაიერნის ღირსებას 5 წლის განმავლობაში დაიცავს.

ახალგაზრდა მეკარის ტრანსფერს ''რეკორდმაისტერის'' პირველი მეკარე მანუელ ნოიერი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ იცის, ნიუბელის ადგილზე როგორ მოიქცეოდა.

33 წლის მეკარეს ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და აქვს ამბიცია, რომ გუნდის პირველი მეკარე იყოს:

"იმ პერიოდში, როდესაც ბაიერნში გადმოვდიოდი, განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. არ მოვდიოდი კლუბში, სადაც მეორე ნომრად ვითამაშებდი. ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში თამაში მსურდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი.

ალექსანდერ ნიუბელი შალკეში პირველი მეკარეა. ის რეგულარულად თამაშობს და საიმედო მოთამაშეა. არ ვიცი, მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი თუ არა.

ვარ სპორტსმენი, რომელსაც ამბიცია აქვს. თამაში სულ მინდა. მარტში 34 წლის ვხდები და რა თქმა უნდა, მსურს, რომ კარიერის ბოლო წლებში წარმატებული ვიყო.

მსურს ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო. ჯერ ახალი კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ", - ამბობს ნოიერი.

მანუელ ნოიერი ბაიერნში შალკედან 2011 წელს გადავიდა და მასთან ერთად 8 წელიწადში 18 საკლუბო ტიტული მოიგო.

ნოიერს ბაიერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები