Thumbnail
  • ქართველთა ალ შამალმა მე-2 წრე მოგებით დაიწყო
  • ცინცაძე და ბერიშვილი ტრადიციულად გამორჩეულები იყვნენ

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 წრე გასვლითი მოგებით გახსნა.

ქართველი ლეგიონერების გუნდმა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ ალ ხორს 69:66 სძლია, რაშიც ჩვენებურებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40:00 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მიშამ 4-დან 2 ორქულიანი და 11-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ორმაგი დუბლი შეასრულა ცინცაძე, რომელმაც მოედანზე 38:19 წუთი გაატარა. გიორგის მონაგარი 10 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ალ შამალმა 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, შინ, ალ აჰლისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები