Thumbnail

ლოზანა 2020 | 10 ქართველი სპორტსმენი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 9-22 იანვარს, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება

9-22 იანვარს, შვეიცარიის ქალაქი ლოზანა უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. სპორტის 16 დისციპლინაში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა) 10 სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა

1. ალინა ურუშაძე - ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური)
2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
3. ალინა ბუტაევა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
4. იულია ლებედევა - ბითაძე - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
5. მიხეილ კაიგოროდცევი - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
6. ნოდარ კოზანაშვილი - სამთო თხილამურობა
7. ნინო კურტანიძე - სამთო თხილამურობა
8. ესმირალდა გობოზოვა - ტრამპლინიდან ხტომა
9. ლუკა მჭედლიანი - ციგაობა
10. ლაშა მჭედლიანი - ციგაობა

კომენტარები

ბოლო ამბები