Thumbnail
  • ალექსანდრე მეტრეველი 6:2, 6:1 ფრანკო რონკადელი
  • რამდენიმე წუთში კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გავა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ზე გუნდს ერთეულთა თანრიგში პირველი გამარჯვება მოუტანა.

📺 ვიდეო: მეტრეველი 6:2, 6:1 რონკადელი (მიმოხილვა)

სანდრომ წარმატებას ურუგვაელ ფრანკო რონკადელისთან მატჩში მიაღწია, რომელიც ჩვენებურის აშკარა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 6:2, 6:1.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელებს B ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) შეხვედრები წაგებული ჰქონდათ, ურუგვაისთან კი ფავორიტებად მოიაზრებოდნენ და კარგია, რომ სანდრომ მოგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

📋 მეტი ამ თემაზე:

რამდენიმე წუთში პერთის კორტზე საქართველოს და ურუგვაის პირველი ჩოგნები ნიკოლოზ ბასილაშვილი და პაბლო კუევასი გავლენ და თუკი ნიკამ იმარჯვა, ჩვენი ნაკრები პირველ გუნდურ გამარჯვებასაც გაიფორმებს.

დღესვე დაგეგმილია წყვილთა მატჩიც, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი არიელ ბეჰარსა და პაბლო კუევასს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები