Thumbnail
  • ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები საქველმოქმედო მატჩებს გამართავენ
  • ავსტრალიის ღია პირველობა, სავარაუდოდ, დაგეგმილ დროს დაიწყება

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი საქველმოქმედო მატჩებს გამართავენ და აღებულ თანხას ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში გადარიცხავენ. Tennis Australia-ს ინფორმაციით, მატჩები 15 იანვარს, როდ ლეივერ არენაზე, მელბურნში გაიმართება.

ფედერერის, ნადალისა და სერენას გარდა, საქველმოქმედო აქციაში ისეთი ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც ნაომი ოსაკა, კაროლინ ვოზნიაცკი, ნიკ კირიოსი და სტეფანოს ციციპასი არიან.

📋 მეტი ამ თემაზე:

ხანძარმა, რომელიც სექტემბრის მიწურულს დაიწყო, 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და განადგურდა 1800-ზე მეტი სახლი. კირიოსმა ჯერ კიდევ წინა კვირაში განაცხადა, რომ თითოეული ეისის შემდეგ 200 დოლარს გადარიცხავს. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ ხანძრის გამო წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის დაწყება გადაიწევდა, მაგრამ ორგანიზატორები, ამ დროისთვის, ავსტრალიის ღია პირველობის დაგეგმილ დროს დაწყებას ვარაუდობენ. საკვალიფიკაციო მატჩები მელბურნში მომავალ ორშაბათს იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები