Thumbnail

'ქალები Second-Hand-ღონისძიებაზე ვართ?' - მარია შარაპოვა ავსტრალიაში ითამაშებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარია შარაპოვა სეზონის პირველ დიდ სლემზე იასპარეზებს
  • 32 წლის რუსმა ავსტრალიის ღია პირველობის უაილდქარდი მიიღო

ერთ დროს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ ავსტრალიის ღია პირველობის (20 იანვრიდან 2 თებერვლამდე) უაილდქარდი მიიღო. ეს ინფორმაცია ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს. 32 წლის რუს ჩოგბურთელს წინა სეზონში მხრის პრობლემები ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 147-ე ადგილამდე დაქვეითდა.

შარაპოვამ აგვისტოში, ამერიკის ღია პირველობაზე სერენა უილიამსთან წააგო და მას მერე, პირველად სამშაბათს, ბრიზბენში ითამაშა - ჯენიფერ ბრეიდისთან 6:3, 1:6, 6:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მარიამ ავსტრალიის ღია პირველობა 2008 წელს მოიგო, ჯამში კი დიდი სლემის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულია.

“მატჩის მიწურულს აშკარად ძალა გამომეცალა, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს ნორმალურია. მოთმინებით უნდა გავაგრძელო ვარჯიში,” - განაცხადა შარაპოვამ ბრეიდისთან მარცხის შემდეგ და კრიტიკული კომენტარიც გააკეთა - შარაპოვას მიაჩნია, რომ აღნიშნული ტურნირი დაჩაგრულია ATP Cup-ის ფონზე: “ისეთი განცდა, მაქვს, რომ Second-Hand-ღონისძიებაზე ვარ.” მატჩები მცირე კორტებზე იმართება, ცენტრალურზე კი მამაკაცები თამაშობენ...

კომენტარები

ბოლო ამბები