Thumbnail

გორგოძემ მოიგო, ბოლქვაძე დამარცხდა – ქართველ ჩოგბურთელთა ამბები ავსტრალიიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძე 3:6, 6:4, 7:6 (7:1) ბელინდა ვოლკოკი
  • მარიამ ბოლქვაძე 4:6, 3:6 კონი პერინი

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო ავსტრალიურ ბენდიგოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

გორგოძემ ავსტრალიელი ბელინდა ვოლკოკი 3:6, 6:4, 7:6 (7:1) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-2 ნომრად განთესილ მენდი მინელას ეთამაშება. ლუქსემბურგელმა ჩოგბურთელმა საწყის შეხვედრაში თურქ პემრა ოზგენს 4:6, 6:3, 6:4 მოუგო.

ეკოს ხვალ ელის წყვილთა თანრიგის შეხვედრა. გორგოძე და უნგრელი რეკა-ლუკა იანი უმთავრეს ფავორიტებად არიან მიჩნეულნი და ისინი ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. მათი მეტოქეები ესპანელები ევა გერერო ალვარეზი და ნურია პარიზას-დიაზი იქნებიან.

დღესვე კორტზე მარიამ ბოლქვაძე გავიდა, რომელსაც მე-6 განთესვა ჰქონდა. ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდში შვეიცარიელ კონი პერინთან 4:6, 3:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები