Thumbnail
  • სერია A-ს გასულ ტურში ინტერმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა
  • დუბლი ლუკაკუმ შეასრულა, ერთ გოლი კი ლაუტარომ შეაგდო

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ინტერი შესანიშნავად ასპარეზობს, რაშიც რომელუ ლუკაკუს და ლაუტარო მარტინესის შემტევი ტანდემის წვლილი დიდია. გასულ ტურში მილანელებმა ნაპოლის გასვლაზე 3:1 მოუგეს და მორიგი 3 ქულა მიითვალეს. დუბლი ლუკაკუმ შეასრულა, ერთი გოლი კი ლაუტარომ შეაგდო. ბელგიელი ფორვარდი მილანურ გუნდში ბედნიერია და ლაუტაროსთან ერთად თამაში ძალიან მოსწონს. ამაზე მისი კომენტარიც მოწმობს.

“ინტერში დიდი ცვლილებები მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ახალი გუნდი გაკეთდა, რომელიც პირველივე სეზონში უმაღლესი მიზნისთვის იბრძვის. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ანტონიო კონტეს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს.

ლაუტაროსთან ვმეგობრობ, ჩვენ მოედნის მიღმაც დიდ დროს ვატარებთ ერთად, ეს კი წარმატებით თამაშში გვეხმარება. როდესაც თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ეს მოედანზე ურთიერთგაგებასაც უწყობს ხელს.

ეს ჩვენი წარმატების საიდუმლოა. მილანურ გუნდში ყველაფერი მომწონს, თუმცა ჩვენ კიდევ უკეთესად შეგვიძლია თამაში და სწორედ ამისთვის უნდა ვიშრომოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები