Thumbnail

ჭადრაკი: ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს 75-ე ჩემპიონატი ჭადრაკში.
  • ნინო ბაციაშვილი ქვეყნის უძლიერესი ქალი მოჭადრაკე მეორედ გახდა.
  • მეორე ადგილი ბელა ხოტენაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ლელა ჯავახიშვილმა.

დასრულდა საქართველოს 75-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. ქალებს შორის ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი გახდა.

ნინო ბაციაშვილმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული

ნინო ბაციაშვილმა ბელა ქოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმცა უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო ჩემპიონობა მოიპოვა. 

საქართველოს ახალმა ჩემპიონმა თავის რეიტინგს 8 ქულა შემატა და მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილზე ლელა ჯავახიშვილი გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში სალომე მელია დაამარცხა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1. ნინო ბაციაშვილი - 7 ქულა
2. ბელა ხოტენაშვილი - 7 ქულა
3. ლელა ჯავახიშვილი - 6 ქულა
4. მერი არაბიძე - 5.5 ქულა
5. სალომე მელია - 5.5 ქულა
6. სოფიო გვეტაძე - 4.5 ქულა
7. მირანდა მიქაძე - 3.5 ქულა
8. ნინო ხომერიკი - 2 ქულა
9. მაკა ფურცელაძე - 2 ქულა
10. თამარ წერეთელი - 2 ქულა

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები