Thumbnail

რონალდოს პირველი ჰეთ-თრიკი სერია A-ში - CR7-მა ახალი წელი შთამბეჭდავად დაიწყო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსი 4:0 კალიარი
  • გოლები: 1:0 რონალდო (49), 2:0 რონალდო (67-პენ), 3:0 იგუაინი (81), 4:0 რონალდო (82)
  • კრიშტიანო პირველი პორტუგალიელია, რომელმაც სერია A-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა

დღეს მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღება მილანისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის დებიუტი შედგა (0:0), მაგრამ დღის გმირი კრიშტიანო რონალდო გახდა!

კალიარისთან დიდი ანგარიშით, 4:0-ზე მოგებულ მატჩში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 3 გოლი გაიტანა - CR7-ისთვის ეს სერია A-ში შესრულებული პირველი ჰეთ-თრიკია!

პირველი ჰეთ-თრიკი იტალიაში, 56-ე კარიერაში (ყველაზე მეტი) და რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ზედიზედ 18 წელია, გოლი აქვს გატანილი

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რონალდომ ანგარიში 49-ე წუთზე, კალიარის დაცვის შეცდომის შემდეგ გახსნა - მეკარეს ეფექტურად გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა.

მეორე გოლი 69-ე წუთზე, პენალტით გაიტანა, რომელიც პაულო დიბალამ მოიპოვა. ამის შემდეგ იყო გონსალო იგუაინის გოლი, ჰეთ-თრიკი კი კრიშტიანომ მატჩის მიწურულს გაიფორმა - დუგლას კოშტას პასით. ამ სეზონში მას იტალიის ჩემპიონატში 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგში ჩირო იმობილეს (ლაციო) 6 გოლით ჩამორჩება.

ინტერმა ლიდერობა დაიბრუნა - ლუკაკუს დუბლი და ნაპოლის შეცდომები

გარდა იმისა, რომ ეს იყო რონალდოს პირველი ჰეთ-თრიკი იტალიის ჩემპიონატში, კრიშტიანო გახდა პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ამრიგად, 2020 წელი CR7-ისთვის იდეალურად დაიწყო.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 4:0 კალიარი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები