Thumbnail
  • გოლდენ სტეიტის ქართველ ცენტრს ბინძურად თამაშს აბრალებენ.
  • ფაჩულია-ვესტბრუკის ეპიზოდზე აზრი დურანტმაც გამოთქვა.

გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომას შეხვედრაში (112:80) ზაზა ფაჩულიასა და რასელ ვესტბრუკის ეპიზოდზე საუბარი არ ცხრება.

ქართველი ცენტრი, რომელმაც თამაშის დროს თავი ვერ შეიკავა და მეტოქეს დაეცა, ოკლაჰომას ვარსკვლავმა "ბინძურად თამაშში" უმალ დაადანაშაულა. ვესტბრუკს მხარი სხვებმაც აუბეს. მომენტზე კომენტარი ბოსტონ სელტიკსის ვარსკვლავმა კაირი ირვინგმაც გააკეთა, რომელმაც ლიგას მოუწოდა, ფაჩულიას სათანადო ყურადღება მიაქციოს.

► “ფაჩულია ბინძური მოთამაშეა!” რასელ ვესტბრუკი და სხვები ზაზაზე გაბრაზდნენ

სტივ კერი: გამიმართლა, რომ ზაზა ფაჩულიას მწვრთნელი ვარ

► ფაჩულიას 4 ქულა და 6 მოხსნა - გოლდენ სტეიტმა ოკლაჰომაც არ დაინდო!

თავად ზაზა ფაჩულიამ მომხდარზე საუბარი არ ისურვა, სამაგიეროდ, ქართველს თანაგუნდელი კევინ დურანტი გამოექომაგა:

"არ მგონია, რომ მას ვინმესთვის განზრახ სურდეს ტრავმის მიყენება, - აქვეყნებს დურანტის ნათქვამს The Athletic. - უბრალოდ, როგორც ყველა ზორბა მოთამაშე, ისიც მოუქნელია.

ვნახე მომენტი, ზაზას ნიკ იანგის გამოდებულმა ფეხმა წონასწორობა დააკარგვინა. არ მგონია, რომ მას ვესტბრუკისთვის ტრავმის მიყენება ჰქონოდა განზრახული.

უცნაური ეპიზოდი იყო, რასელს კი, უბრალოდ, არ გაუმართლა. თუმცა, მიხარია, რომ ტრავმას გადაურჩა".

გოლდენ სტეიტი რეგულარული ჩემპონატის მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, სტუმრად ნიუ იორკ ნიქსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები