Thumbnail

მაკარიძე საუკეთესოთა სამეულში – ქართველი მეკარე დეკემბრის ნომინანტებშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი მაკარიძე მხოლოდ პორტუსა და ბენფიკას გოლკიპერებს ჩამორჩა
  • ქართველი ლეგიონერს მომდევნო მატჩი სპორტინგთან ელის

29 წლის ქართველი გოლკიპერი გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მეკარეთა სამეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძე არცთუ ძლიერი სეტუბალის ღირსებას იცავს, თუმცა, მისი წყალობით, გუნდს 15 ტურის თავზე მხოლოდ 13 გოლი აქვს გაშვებული, ამასთან, 3 ბურთი გუშინ ფამალიკაოსთან შეხვედრისას მიიღო.

პორტუგალიური ლიგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი პოზიცია პორტუს არგენტინელ კარის დარაჯ აუგუსტინ მარკეზინს (36.81%) ერგო, მეორეზე ბენფიკას ბერძენი ლეგიონერი ოდისეას ვლახოდიმოსი (18.06%) გავიდა, მესამეზე კი – მაკარიძე (15.28).

შეგახსენებთ, რომ გიორგი პორტუგალიაში 2014 წლიდან თამაშობს, კონკრეტულად ვიტორია სეტუბალის ღირსებას კი 2019 წლიდან იცავს.

ქართველი მეკარით პორტუგალიური გრანდების დაინტერესების შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა, თუმცა, კონკრეტულ შეთავაზებამდე, ჯერ საქმე არ მისულა.

მაკარიძის ერთ-ერთი მსურველი ლისაბონის სპორტინგია, რომელთან უშუალო დაპირისპირებისას კიდევ ერთხელ თავის გამოჩენის შანსი ჩვენებურს 12 იანვარს მიეცემა. ამ დღეს, სეტუბალი სპორტინგს შინაურ კედლებში დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები